none
რატომ სჯობს სამოგზაურო იტნერნეტის გააქტიურება ლოკალური SIM-ის ყიდვას

“რატომ სჯობს სამოგზაურო იტნერნეტის გააქტიურება ლოკალური SIM-ის ყიდვას”

ზოგადი ინფორმაცია
14.05.2025

თუ საზღვარგარეთ მიემგზავრები და MB-ების შეძენა გინდა, როგორც წესი, არჩევანი ორ ალტერნატივას შორის გაქვს - შეგიძლია შეიძინო სამოგზაურო ინტერნეტი ან ლოკალური SIM-ი. ჩვენი აბონენტები ხშირად გვეკითხებიან, რატომ სჯობს პირველი ვარიანტი მეორეს. დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, თავი მოგვეყარა არგუმენტებისთვის, რომლებიც დაგარწმუნებთ სამოგზაურო ინტერნეტის უპირატესობებში. 

უწყვეტი კავშირი შეფერხების გარეშე

ლოკალური SIM-ისგან განსხვავებით, სამოგზაურო ინტერნეტი პროვაიდერების შეცვლის საშუალებას გაძლევს. ეს ნიშნავს, რომ შენი მობილური ინტერნეტი მთელი მოგზაურობის განმავლობაში გამართულად, შეფერხებების გარეშე იმუშავებს. გაინტერესებს, რატომ? ახლავე გეტყვით. 


ლოკალური SIM-ი ერთ კონკრეტულ მობილურ ოპერატორს ეკუთვნის, რომლის დაფარვის არეალი მეტ-ნაკლებად შეზღუდულია. ყველა წერტილში ერთნაირი სიჩქარით არ იფუნქციონირებს. mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი კი გაძლევს შესაძლებლობას, მსგავს სიტუაციაში უბრალოდ შეცვალო პროვაიდერი და სხვა სცადო, რომელიც ამ ადგილას უკეთ დაიჭერს. 

ინტერნეტის გააქტიურების ყველაზე სწრაფი და კომფორტული გზა

სამოგზაურო ინტერნეტის შეძენა ნებისმიერ დროს, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. ამას მარტივად იზამ ჩვენი ვებსაიტიდან ან აპლიკაციის საშუალებით. ირჩევ სასურველ პაკეტს და MasterCard/VISA ბარათით იხდი შესაბამის ღირებულებას. ასე რომ, არ მოგიწევს დამღლელი ბიუროკრატიული პროცესის გავლა, რაც ახალი SIM ბარათის აღებისთვის არის აუცილებელი. სამოგზაურო ინტერნეტს ხელმისაწვდომს ხდის ის ფაქტიც, რომ MB-ების შეძენა ეროვნულ ვალუტაში - ლარშია შესაძლებელი. 

ნაცნობი და სანდო ოპერატორი

მობილური ოპერატორის არჩევისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს სანდოობის ფაქტორი. ჩვენი აბონენტების დიდი ნაწილი წლებია იცნობს mobineX-ს და ენდობა ჩვენს გუნდს. ეს მათთვის სტაბილურობასთან და უსაფრთხო მოგზაურობასთან ასოცირდება. ამისგან განსხვავებით, როცა თადარიგს წინასწარ არ იჭერ და უცხო ქვეყანაში ბრმად არჩევ ოპერატორს, მეტია ალბათობა, შენთვის არახელსაყრელი პირობები დაგხვდეს. ამიტომ, უმჯობესია, შენი და შენი ახლობლების გამოცდილებას მიენდო და უკვე ნაცად მეთოდს მიმართო. 

სპეციალური შეთავაზებები mobineX-ისგან

mobineX-ი აბონენტებს სპეციალურად მათზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს. პერიოდულად გვაქვს სუპერ შეთავაზებები, რათა სამოგზაურო ინტერნეტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენთან თანამშრომლობა კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილებაა. გვყავს საინფორმაციო გუნდი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მზად არის უპასუხოს ინტერნეტთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას ქართულ ენაზე. მსგავსი სერვისები სამოგზაურო ინტერნეტის დამატებით უპირატესობაა.  

რატომ უნდა აირჩიო mobineX?

ლოკალური SIM-ისგან განსხვავებით, mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი სტაბილური და უსაფრთხოა. გაქვს ფუფუნება, ნებისმიერ დროს ცვალო პროვაიდერები და არ დაკარგო კავშირი ინტერნეტთან. სადაც უნდა წახვიდე, შენი მობილური ინტერნეტი შეფერხებების გარეშე იფუნქციონირებს. 


ერთი სიტყვით, mobineX-ის აბონენტებს წვდომა აქვთ ყველაზე სწრაფ და იაფ ინტერნეტთან. ამასთან, ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების მაღალ ხარისხს. ჩვენი გუნდი მზად არის 24/7-ზე დაეხმაროს მომხმარებელს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. სწორედ ამიტომ, mobineX-ი მომხმარებლებში სანდო რეპუტაციით სარგებლობს. 


ვრცლად იმასთან დაკავშირებით, თუ რა უპირატესობები აქვს mobineX-ს ჩვენს წინა ბლოგში წაიკითხავ - გაიგე, რატომ ირჩევენ ქართველი აბონენტები mobineX-ს