დღესდღეობით ბაზარზე სულ უფრო მეტი კომპანია ჩნდება, რომელიც მომხმარებლებს როუმინგ ინტერნეტს სთავაზობს. ხელმისაწვდომია ადგილობრივი და ასევე კარგად ნაცნობი საერთაშორისო ალტერნატივები, როგორებიცა: Airalo, MobiMatter, Yesim… ჩვენი აბონენტები ხშირად გვეკითხებიან, რა უპირატესობებს ვთავაზობთ ამ კომპანიებთან შედარებით. სინამდვილეში, ის, რაც mobineX-ს სხვა დანარჩენისგან გამოარჩევს არის კონკრეტულად ქართველ მოგზაურებზე მორგებული კომპლექსური მიდგომა.
ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, აბონენტებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებული სირთულეები გაგვემარტივებინა. ამისთვის შევთავაზეთ მაქსიმალურად ხარისხიანი და ხელმისაწვდომი როუმინგ ინტერნეტი, თუმცა ჩვენი მომსახურება დიდი ხანია გასცდა ამ ერთ მიმართულებას და აბონენტებს დამატებით არაერთ სხვა სერვისს ვთავაზობთ. ყველა ჩვენი მცდელობა მომხმარებლის საჭიროებებზეა ორიენტირებული და მისთვის მოგზაურობის უფრო უსაფრთხო და სასიამოვნო გამოცდილებად გადაქცევას ემსახურება.
mobineX-ის აპლიკაცია
mobineX-ის ერთ-ერთი უპირატესობა ჩვენი აპლიკაციის დამატებითი ფუნქციონალია. მისი საშუალებით აბონენტებს ახალი სერვისი შევთავაზეთ. თუკი მანამდე საერთაშორისო ზარები უზარმაზარ ტარიფებთან იყო დაკავშირებული და ამიტომ საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში თავს ვიკავებდით სატელეფონო საუბრისგან, mobineX-ის აპლიკაციით შესაძლებელი გახდა დარეკვაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან როგორც ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე. როუმინგის შემთხვევაში, როგორც წესი, წუთების შესაბამისად ორივე მხარე იხდის საფასურს. ჩვენი აპლიკაციით დარეკვისას, როცა შენ ცდილობ სხვასთან ხაზზე გასვლას, პირველი 10 წუთი უფასოა, ხოლო თუ მოპასუხე ხარ, საერთოდ არაფრის გადახდა გიწევს. ზარების მიღება-განხორციელება შეიძლება დაგჭირდეს ბანკთან, სადაზღვეო კომპანიასთან კომუნიკაციისას ან თუნდაც კონკრეტულ ქვეყანაში რესტრონის დასაჯავშნაც.
შეღავათიანი ტარიფები
საერთაშორისო ოპერატორებისგან განსხვავებით, ჩვენი ტარიფები ქართველი მომხმარებლისთვის გაცილებით შეღავათიანია. mobineX-თან თანამშრომლობის შემთხვევაში, შეგიძლია, ინტერნეტ პაკეტი ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შეიძინო. ეს ნიშნავს, რომ კონვერტაციაში თანხას არ დაკარგავ. გვაქვს მრავალფეროვანი შეთავაზებები, რომლებიც სხვადასხვა საჭიროების აბონენტებზეა მორგებული. ეს საშუალებას იძლევა, სასურველი საფასურის ფარგლებში შენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი აარჩიო.
ქართულენოვანი მხარდაჭერის გუნდი
კიდევ ერთი დეტალი, რაც mobineX-ის მომსახურებას ქართველი აბონენტებისთვის განსაკუთრებით სასურველს ხდის, ჩვენი ქართულენოვანი მხარდაჭერის გუნდია, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში, 24/7-ზე მზად არის აბონენტებს დაეხმაროს. ასე რომ, სამოგზაურო ინტერნეტთან დაკავშირებით თუ კითხვა გაგიჩნდა, შეგიძლია დახმარებისთვის ჩვენს გუნდს მიმართო და მყისიერად მიიღებ პასუხებს. ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია სოციალურ ქსელებში, ელექტრონულ მისამართზე ([email protected]), ტელეფონის ნომერზე (ტელ: 0322040050) და ასევე ადგილზე - ჩვენს ოფისში.
AI ასისტენტის მომსახურება
mobineX-ი ცდილობს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით აბონენტების ყოველდღიურობა უფრო კომფორტული გახადოს, ამიტომ ინოვაციურ იდეებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. ბოლო დროის ყველაზე დიდი სიახლეც ამას უკავშირდება. mobineX-ის საიტს ახალი ფუნქციონალი - AI ასისტენტი დაემატა, რომელიც შენი საჭიროებების მიხედვით, ყველაზე ოპტიმალური ინტერნეტ პაკეტების სიას გთავაზობს.
სპეციალური შეთავაზებები ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან
mobineX-ს უკვე არაერთი პარტნიორი კომპანია ჰყავს. მათი მხარდაჭერა ჩვენი მიზნების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია. ურთიერთთანამშრომლობით მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტზე, რომელიც მოგზაურობისას გამოადგებათ შეღავათებს ვთავაზობთ. გვაქვს სპეციალური შეთავაზებები სამოგზაურო დაზღვევაზე, სავიზო სერვისებზე, ტრასნპორტის ბილეთებზე, ფრენის კომპენსაციასთან დაკავშირებით და ა.შ.
შეჯამება
mobineX-ის არჩევის შემთხვევაში, შენ გაქვს წვდომა ხარისხიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომ ფასად, თუმცა ეს ყველაფერი არაა. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებლებს მრავალფეროვანი სერვისები შევთავაზოთ, რაც როუმინგ ინტერნეტთან ერთად არაერთ სხვა ასპექტს მოიცავს. სწორედ ამიტომ გამოგვიცხადეს ნდობა აბონენტებმა. ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ გავამართლოთ თქვენი მოლოდინები და სამომავლოდ კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.