დღესდღეობით, „სამოგზაურო ინტერნეტი,” თითქმის ყველასთვის ნაცნობი ცნებაა, ან სულ მცირე, ინტუიციურად ხვდება, თუ რაზე გვაქვს საუბარი. ამ ტერმინს ხშირად ვხვდებით სოციალურ ქსელებში, მობილური ოპერატორების შეთავაზებებში, სარეკლამო განცხადებებსა თუ ყოველდღიურ საუბრებში. სინამდვილეში, ეს სიტყვათა შეთანხმება სულ რამდენიმე წელია ქართულ სივრცეში აქტიურად დამკვიდრდა და მისი ისტორია mobineX-ის სახელს უკავშირდება. დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით, როგორ გაჩნდა ტერმინი - „სამოგზაურო ინტერნეტი.”
რა არის სამოგზაურო ინტერნეტი
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სანამ ბაზარზე mobineX-ი გამოჩნდებოდა, მაღალი ტარიფების გამო როუმინგ ინტერნეტის სერვისი ქართველი მომხმარებლებისთვის ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენდა. ძირითად შემთხვევაში, აბონენტები იძულებული იყვნენ, საერთაშორისო კომპანიებთან ეთანამშრომლათ. გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენი მიზანი იყო, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ინტერნეტი მეტი ადამიანისთვის გაგვეხადა ხელმისაწვდომი და მისი გააქტიურების პროცესი მაქსიმალურად გაგვემარტივებინა. ამ იდეის გარშემო შეიქმნა mobineX-ი და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასახულ მიზანს წარმატებით მივაღწიეთ. ჩვენ აბონენტებს ვთავაზობთ სპეციალურ ინტერნეტ პაკეტებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, მთელი მოგზაურობის განმავლობაში ისარგებლო ხარისხიანი მობილური ინტერნეტით ხელმისაწვდომ ფასად. სწორედ ამ შეთავაზებებს დავარქვით - სამოგზაურო ინტერნეტი.
ჩვენი ინტერნეტ პაკეტები კონკრეტულად მოგზაურებზეა გათვლილი. ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო როუმინგ ინტერნეტის ყველაზე მარტივი და ადეკვატური შესატყვისი. პასუხისთვის დიდი დრო არ დაგვჭირვებია. ჩვენს როუმინგ შეთავაზებებს - „სამოგზაურო ინტერნეტი” ვუწოდეთ. ვფიქრობთ, ეს სიტყვათა შეთანხმება ზუსტად აღწერს, რას ვთავაზობთ მომხმარებელს და ამასთან, წინასწარი ცოდნის გარეშეც მარტივი მისახვედრია, რას გულისხმობს. ტერმინი მალევა აიტაცა ფართო საზოგადოებამ და დღეს უკვე აქტიურად გამოიყენება.
mobineX-ის როლი ბაზრის განვითარებაში
mobineX-ი, როგორც ვირტუალური მობილური ოპერატორი, ქართულ სივრცეში 2023 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, უკვე მესამე ზაფხულია, ჩვენს აბონენტებს საუკეთესო როუმინგ შეთავაზებებს ვუკეთებთ. ჩვენი მიზანი იყო, სერვისი მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული და მის საჭიროებებზე მორგებული გაგვეხადა. გარდა იმისა, რომ წვლილი შევიტანეთ როუმინგ ტარიფების დარეგულირებაში, ასევე გავამარტივეთ მობილური ინტერნეტის გააქტიურების პროცესი და შევქნენით პლატფორმა, რომელიც 24/7-ზე მზად არის აბონენტების დასახმარებლად. მოგზაურობისას ინტერნეტთან დაკავშირებული საკითხების გამარტივებას უკავშირდება „სამოგზაურო ინტერნეტის” იდეაც. ამ ტერმინით უფრო მარტივად მოსაძიებელი და აღქმადი გავხადეთ ეს სერივისი.
ვისთვის არის სამოგზაურო ინტერნეტი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამოგზაურო ინტერნეტი იმ ადამიანებზეა მორგებული, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან. ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ საყვარელ ადამიანებთან კავშირი შეინარჩუნო მაშინაც, როცა მათგან ზღვები და ოკეანეები გაშორებს. მოგზაურობისას ინტერნეტი ყოველდღიურობას საგრძნობლად გიმარტივებს. გეხმარება ადგილობრივებთან კომუნიკაციაში, გზის გაგნებაში, ინფორმაციის მოძიებაში, ბილეთების დაჯავშნაში და კიდევ ბევრი სხვა წვრილმანი დეტალის მოგვარებაში.
შეჯამება
თუ აქამდე არ იცოდი, ახლა უკვე გეცოდინება, რომ ტერმინი - „სამოგზაურო ინტერნეტი” იგივეა, რაც როუმინგი. ეს ცნება ქართულ სივრცეში mobineX-მა დაამკვიდრა. დღეს უკვე სხვა მობილური ოპერატორებიც აქტიურად იყენებენ და როცა გვესმის, ყველამ კარგად ვიცით, რას გულისხმობს.