none
რა სიტუაციებში შეიძლება დაგჭირდეს mobineX-ის აპლიკაციით სარგებლობა მოგზაურობაში

“რა სიტუაციებში შეიძლება დაგჭირდეს mobineX-ის აპლიკაციით სარგებლობა მოგზაურობაში”

ზოგადი ინფორმაცია
12.11.2025

მოგზაურობის დროს ინტერნეტი თითქმის ყველაფერში გვეხმარება, გზის პოვნაში, ბილეთების შეძენაში, ახლობლებთან დასაკავშირებლად… თუმცა, არის შემთხვევები, როცა მხოლოდ ინტერნეტი საკმარისი არაა. შეიძლება დაგჭირდეს დარეკვა ადგილობრივ სერვისზე, ბანკში, სასტუმროში ან საელჩოში, და ასეთ დროს ონლაინ აპლიკაციები ვეღარ დაგეხმარება. სწორედ ასეთ სიტუაციებშია საჭირო mobineX-ის აპლიკაცია, მარტივი გზა, რომლითაც ნებისმიერი ქვეყნიდან შეძლებ დარეკვას სწრაფად, იაფად და ინტერნეტის გარეშეც კი.

როგორ მუშაობს mobineX-ის აპლიკაცია

mobineX-ის აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ მოგზაურობის დროს კომუნიკაცია მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს. მისი მეშვეობით შეგიძლია დარეკო ნებისმიერ ქვეყნის მობილურ ან ფიქსირებულ ნომერზე, იქნება ეს სასტუმრო, ბანკი თუ სხვა სერვისი. ზარის მიღებისთვის ადრესატს ინტერნეტი არ სჭირდება და, რაც მთავარია, სხვა სერვისებისგან განსხვავებით, ადრესატს დამატებითი გადასახადი არ ერიცხება, რაც აპლიკაციას განსაკუთრებულად პრაქტიკულს ხდის.


რეგისტრაციის შემდეგ ყოველი ახალი მომხმარებელი იღებს 10 უფასო წუთს, რომლითაც შეუძლია დარეკოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. როდესაც ეს წუთები ამოიწურება, დამატებითი წუთების ყიდვა მარტივად შეგიძლია პირდაპირ აპლიკაციიდან. mobineX-ის მიზანია მოგცეს სრულყოფილი კავშირის შესაძლებლობა, მაშინაც კი, როცა ინტერნეტი არ არის საკმარისი.

სიტუაციები, როცა mobineX-ის აპლიკაცია გამოგადგება

მოგზაურობისას სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციას ვაწყდებით, როცა მხოლოდ სამოგზაურო ინტერნეტი საკმარისი აღარ არის. ასეთ დროს mobineX-ის აპლიკაცია საშუალებას გაძლევს დაუკავშირდე საჭირო ადამიანს ან სერვისს პირდაპირ ნომერზე, მარტივად და ზედმეტი ხარჯების გარეშე.


  1. ადგილობრივ სერვისებთან კომუნიკაცია


ახალ ქვეყანაში ხშირად გჭირდება ადგილობრივი კომპანიების ან სერვისების კონტაქტი, იქნება ეს სატრანსპორტო კომპანია თუ სასტუმროს ადმინისტრაცია. mobineX-ის აპლიკაციის მეშვეობით, შეგიძლია დაურეკო მათ ნომერზე. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა დროულად გჭირდება დეტალების დაზუსტება ან სერვისის დაჯავშნა.


  1. საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები

თუ ბინაში ან სასტუმროში რაიმე სახის პრობლემა შეგექმნა, ელექტროობა გაითიშა, კარი ჩაიკეტა ან უბრალოდ გინდა შეკითხვა დაუსვა მეპატრონეს, mobineX-ის აპლიკაცია ყველაზე სწრაფი და მარტივი გამოსავალია.


  1. ბანკთან დაკავშირება


მოგზაურობისას ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, მაგალითად, ბარათი არ მუშაობს, ტრანზაქცია ვერ კეთდება ან გჭირდება ანგარიშის დეტალების გადამოწმება. ასეთ დროს mobineX-ით შეგიძლია დაუკავშირდე შენს ბანკს ან საკრედიტო კომპანიას, რათა დაუყოვნებლივ მიიღო დახმარება.


  1. რეისის გადამოწმება ან აეროპორტთან დაკავშირება


თუ გინდა გადაამოწმო რეისის სტატუსი, ფრენის დრო ან ბარგთან დაკავშირებული ინფორმაცია, mobineX საშუალებას გაძლევს დაუკავშირდე ავიახაზებს ან აეროპორტს პირდაპირ ნომერზე. ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრესულ სიტუაციებში, როცა ინტერნეტი არ იჭერს ან დრო შეზღუდულია.


  1. რესტორნის ან ღონისძიების დაჯავშნა


ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ ხშირია შემთხვევა, როცა ადგილების დასაჯავშნად აუცილებელია ზარი. mobineX-ის აპლიკაციით მარტივად დაუკავშირდები სასურველ რესტორანს ან ღონისძიების ორგანიზატორს და წინასწარ გადაამოწმებ ადგილების ხელმისაწვდომობას.


  1. საგანგებო შემთხვევები ან დაკარგული ნივთები


თუ მოგზაურობისას დაკარგე დოკუმენტი, ბარგი ან სხვა მნიშვნელოვანი ნივთი, mobineX-ის აპლიკაცია დაგეხმარება დაუკავშირდე შესაბამის სამსახურებს, პოლიციას ან საელჩოს. ასეთ დროს სწრაფი ზარი ხშირად ყველაზე ეფექტური გზაა პრობლემის მოსაგვარებლად.


  1. როცა ადრესატს ინტერნეტი არ აქვს


შეიძლება შენს მეგობარს, ოჯახის წევრს ან ბიზნესპარტნიორს კონკრეტულ მომენტში ინტერნეტი არ ჰქონდეს. mobineX გაძლევს საშუალებას დაურეკო მათ ჩვეულებრივ ნომერზე, ისე რომ ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტი და არ იხდის დამატებით თანხას.


mobineX სწორედ იმ მომენტებისთვის არის შექმნილი, როცა საჭიროა 

დაუყოვნებლივი, სწრაფი კომუნიკაცია, სადაც არ უნდა იყო, ნებისმიერ სიტუაციაში.

დარჩი ხაზზე, ნებისმიერ სიტუაციაში, mobineX-თან ერთად

mobineX თავის მომხმარებელს მოგზაურობის დროს სრულ კომფორტს უქმნის. როუმინგ ინტერნეტთან ერთად ზარების განხორციელების სერვისიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გადმოწერე mobineX-ის აპლიკაცია, გამოიყენე საჩუქრად მიღებული 10 უფასო წუთი და დარწმუნდი, რომ შეგიძლია დარეკო სადაც არ უნდა იყო, როცა არ უნდა დაგჭირდეს.