none
უგულშემატკივრე საყვარელ გუნდს mobineX-თან ერთად

“უგულშემატკივრე საყვარელ გუნდს mobineX-თან ერთად”

ზოგადი ინფორმაცია
09.09.2025

კვიპროსში ევრობასკეტი 2025 ტარდება, რომელშიც საქართველოც იღებს მონაწილეობს. თუ კალათბურთი გიყვარს და საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ ლიმასოლში მიემგზავრები, აუცილებლად დაგჭირდება როუმინგ ინტერნეტი. mobineX-ი ინტერნეტ პაკეტების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს, რათა მატჩის დროს ემოციები სხვებსაც გაუზიარო და სხვა ქომაგებთან ერთად იზეიმო გამარჯვება. 

mobineX-ის ინტერნეტი სპორტის მოყვარულებს

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ აბონენტებისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო სასიამოვნო და სახალისო პროცესად ვაქციოთ. ბევრისთვის mobineX-ი ევრო 2024-ის შემდეგ გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ქართველ ქომაგებს გერმანიაში საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ უფასო MB-ები ვაჩუქეთ. სამომავლოდ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ სპორტის მოყვარულებს. ამიტომ, თუ შენც მათ რიცხვს მიეკუთვნები, აუცილებლად ადევნე თვალი ჩვენს სიახლეებს და არ გამოტოვო სპეციალურად შენზე მორგებული როუმინგ შეთავაზებები. 

ჩვენი ინტერნეტ პაკეტები

mobineX-ი გთავაზობს მრავალფეროვან ინტერნეტ სერვისებს, როგორც ფიზიკურ SIM-ბარათებზე, ისე eSIM-ზე. გვაქვს  სტანდარტული და ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმის მიხედვით, სად მიემგზავრები და რამდენი დღით, შეგიძლია, აარჩიო ლოკალური ან რეგიონალური პაკეტი. თუ მატჩის შემდეგ სხვა ღირსშესანიშნაობების მონახულებას და ქალაქის დათვალიერებას აპირებ, ბილეთები და შესაბამისი რაოდენობის MB-ები ჩვენი საიტიდან სწრაფად და მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შეიძინო. 

სპეციალური შეთავაზებები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პერიოდულად ჩვენს აბონენტებს სიურპრიზებს ვთავაზობთ. შეთავაზებები მოქმედებს განსხვავებულ სერვისებზე: სამოგზაურო დაზღვევაზე, ელექტრონული მაღაზიების პროდუქციაზე, სავიზო მომსახურებაზე, ტრანსპორტის ბილეთებსა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტზე. სამომავლოდ ბევრი საჩუქარი გვაქვს გეგმაში სპეციალურად სპორტის მოყვარულებისთვის. სულ მალე ამასთან დაკავშირებით ჩვენი სიახლეების გვერდიდან გაიგებ. ამიტომ, აუცილებლად ადევნე თვალი, რათა არ გამოგრჩეს. 

შეჯამება

თუ კალათბურთის გულშემატკივარი ხარ და ევრობასკეტი 2025-ის სანახავად ლიმასოლში მიემგზავრები, აუცილებლად გადახედე mobineX-ის ინტერნეტ პაკეტებს. ჩვენ გთავაზობთ როგორც ფიზიკურ SIM-ებს, ისე eSIM-ებს სტანდარტული და ულიმიტო ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ასე შეძლებ, რომ მატჩების დროს ყოველთვის ონლაინ იყო, სოციალურ მედიაში ემოციები სხვებს გაუზიარო და იზეიმო გამარჯვება სხვა ქომაგებთან ერთად. ამიტომ, აღარ გადადო, გაიაქტიურე ინტერნეტი და უგულშემატკივრე საყვარელ გუნდს mobineX-თან ერთად.