none
უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს mobineX-თან ერთად თურქეთთან მატჩზე

“უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს mobineX-თან ერთად თურქეთთან მატჩზე”

ზოგადი ინფორმაცია
13.10.2025

14 ოქტომბერს საქართველოსა და თურქეთის გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს სტადიონზე. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეს უკვე რიგით მეორე შეხვედრა იქნება თურქეთთან. ამჯერად მატჩი ქოჯაელში, „ილდიზ ენტეგრე ქოჯაელის“ სტადიონზე გაიმართება. ცხადია, ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ქართველი ქომაგებიც აპირებენ თურქეთში გამგზავრებას. თუ შენც გსურს ნაკრების გულშემატკივართა რიგებიდან მხარდაჭერა, გაითვალისწინე, თურქეთში ყოფნის პერიოდში აუცილებლად დაგჭირდება სამოგზაურო ინტერნეტი. 


როგორც იცი, mobineX-ი სპორტის დიდი გულშემატკივარია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ეროვნული ნაკრების გვერდით ვიყოთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქართველ ქომაგებს. გულშემატკივრები ამჯერადაც არ დარჩებიან იმედგაცრუებული. ამ მნიშვნელოვანი დღისთვის აბონენტებს თურქეთში სამოგზაუროდ სპეციალურ ტარიფებს ვთავაზობთ. 

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

თამაში, რომელსაც გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელის, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. ეს ეროვნული ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე ტურის მატჩია. დაპირისპირება ჯვაროსნებისთვის გადამწყვეტია. 


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე E ჯგუფში მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან 12 ჯგუფის პირველადგილოსანი პირდაპირ მოხვდება, მეორეადგილოსნებს კი ერთა ლიგის 2024/25 სეზონის, ჯგუფური ეტაპის ოთხი საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდი დაემატებათ და პლეი-ოფის სისტემით ითამაშებენ, მათგან 4 გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატს დაემატება.

შეარჩიე ინტერნეტ პაკეტი თურქეთში სამოგზაუროდ

თუ ამ მნიშვნელოვანი მატჩის საყურებლად ბილეთები უკვე შეიძინე, დროა, როუმინგ ინტერნეტზეც იზრუნო. mobineX-ი თურქეთში სამოგზაუროდ მრავალფეროვან ინტერნეტ პაკეტებს გთავაზობს


თუ მხოლოდ მატჩზე დასასწრებად ჩადიხარ და შემდეგ შინ ბრუნდები, რამდენიმე დღიანი შეთავაზებები გვაქვს. თუ მატჩის შემდეგ ქვეყნის დათვალიერებასა და ღირსშესანიშნაობების მონახულებასაც აპირებ, ალბათ, ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი უფრო გამოგადგება. ოპტიმალური ვარიანტის არჩევაში ჩვენი AI ასისტენტიც შეგიძლია დაიხმარო. უბრალოდ მიუთითებ, სად მიემგზავრები და რამდენი დღით გეგმავ დარჩენას. ამ ინფორმაციაზე დაყრდონით AI საუკეთესო ვარიანტებს შემოგთავაზებს. არ დაგავიწყდეს, რომ mobineX-ის საიტიდან MB-ებთან ერთად ასევე შეგიძლია შეიძინო ღირსშესანიშნაობებისა და ტრანსპორტის ბილეთებიც. მანამდე კი გეცანი სპეციალურ შეთავაზებებს ნაკრების გულშემატკივრებისთვის თურქეთში სამოგზაუროდ:


  • 1GB - 7 დღე - 8.50 ლ

  • 2GB - 15 დღე - 11.50 ლ

  • 3GB - 30 დღე - 12.50 ლ

  • 5GB - 30 დღე - 19.00 ლ

  • 10GB - 30 დღე - 29.50 ლ

  • 20GB - 30 დღე - 43.00 ლ

დარეკე mobineX-ის აპლიკაციით

მობილურ ინტერნეტთან ერთად mobineX-ის აპლიკაცია გთავაზობს უფასო სასაუბრო წუთებს. მისი დახმარებით თურქეთიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, საქართველოშიც უპრობლემოდ დარეკავ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტთან წვდომა და თავად არაფრის გადახდა არ უწევს. რეგისტრაციისას ჩვენი ყველა აბონენტი საჩუქრად იღებს 10 უფასო წუთს. ასე რომ, თუ ტაქსის ან რესტორნის დაჯავშნა მოგინდება,  შეგიძლია, თანხა დაზოგო და 10 წუთის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისაუბრო

შეჯამება

უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს mobineX-თან ერთად. ჩვენ ვეცდებით თურქეთში ყოფნის პერიოდში შენი მოგზაურობა უფრო კომფორტულ და სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ. გაეცანი ჩვენს როუმინგ შეთავაზებებს და აარჩიე შენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. 


გავიმარჯვებთ ერთმანეთის მხარდაჭერითა და ერთიანობით!