none
სპეციალური შეთავაზება mobineX-ისგან Mastercard-ის მომხმარებლებს

“სპეციალური შეთავაზება mobineX-ისგან Mastercard-ის მომხმარებლებს”

ზოგადი ინფორმაცია
18.09.2025

ჩვენმა ერთგულმა აბონენტებმა იციან, რომ mobineX-ის როუმინგ ინტერნეტის გააქტიურება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ არის შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ საიტზე რეგისტრაციაა საჭირო. არჩეული ინტერნეტ პაკეტის საფასურის გადახდაც ელექტრონულად შეგიძლია. 


თუ საზღავრგარეთ მიემგზავრები და სასურველი პაკეტი უკვე შერჩეული გაქვს, სანამ შეიძენ, ერთი კითხვა გვაქვს - Mastercard-ის ბარათის მომხმარებელი ხომ არ ხარ? თუ კი, მაშინ შენთვის კარგი ამბავი გვაქვს - საჩუქარი გელოდება. 

აქციის პირობები

რეგისტრაციისას mobineX-ის ინტერნეტ პაკეტის Mastercard ბარათით შეძენისას საჩუქრად დამატებით 1GB მობილურ ინტერნეტს მიიღებ. აქცია ვრცელდება ნებისმიერ პაკეტზე, იქნება ეს ლოკალური თუ რეგიონალური. არ აქვს მნიშვნელობა არც მიმართულებას. ნებისმიერ მომენტში, როცა მოგესურვება, შეძენილთან ერთად დამატებით ნაჩუქარი MB-ებიც შეგიძლია გახარჯო. 

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია

mobineX-ის საიტზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია, ამისთვის რამდენიმე ნაბიჯი უნდა გაიარო. გაითვალისწინე, სასურველი ინტერნეტ პაკეტის არჩევის შემდეგ, სანამ გადახდის გვერდზე გადახვალ, დაგხვდება Mastercard-ის ბარათით საჩუქრის მიღების ღილაკი, ღილაკზე დაჭერისას გაივლი ბარათის ვალიდაციას და პროცესის დასასრულებლად იმავე Mastercard-ის ბარათით გადაიხდი შერჩეული პაკეტის ღირებულებას, რაც საჩუქრის მისაღებად დააფიქსირე. ამის შემდეგ პირად კაბინეტში შეძენილ MB-ებთან ერთად გამოგიჩნდება უფასოდ მიღებული დამატებითი 1GB ინტერნეტი. 

mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები

mobineX-ი ქართველ აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების მრავალფერ არჩევანს სთავაზობს. ჩვენი შეთავაზებები განსხვავებული საჭიროებებისა და პრეფერენციების მოგზაურებს ესადაგება. თუ მივლინებაში მიდიხარ, შვებულების საზღვარგარეთ გატარება გსურს, სალაშქროდ მიემგზავრები ან გასართობად, შესაბამისი - მოკლე პერიოდზე გათვლილი ან გრძელვადიანი პაკეტი შეგიძლია შერჩიო. პაკეტები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური SIM ბარათის, ასევე eSIM ტექნოლოგიის მეშვეობით, რაც საშუალებას გაძლევს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ისარგებლო ონლაინ სერვისებით. არჩევანი მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე ულიმიტო პაკეტებს, რაც მაქსიმალურ თავისუფლებას გაძლევს. 

შეჯამება

თუ Mastercard-ის ბარათით სარგებლობ და საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავ, ახლა საუკეთესო დროა mobineX-ის ინტერნეტ პაკეტის შეძენისთვის, რადგან შენთვის სპეციალური საჩუქარი გვაქვს. ჩვენთან რეგისტრაციისას ნებისმიერი ლოკალური ან რეგიონალური პაკეტის შეძენისას Mastercard-ით დამატებით 1GB მობილურ ინტერნეტს მიიღებ, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეგიძლია. mobineX-ი გთავაზობს მრავალფეროვან ინტერნეტ შეთავაზებებს და მაღალი ხარისხის სერვისს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის.