none
დაგეგმე მოგზაურობა mobineX-თან ერთად - გაიცანი ჩვენი ახალი ფუნქციონალი

“დაგეგმე მოგზაურობა mobineX-თან ერთად - გაიცანი ჩვენი ახალი ფუნქციონალი”

ზოგადი ინფორმაცია
23.06.2025

მობილური ოპერატორები სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ. განსხვავდება ტარიფები, MB-ების რაოდენობა, გამოყენების ვადა, მოხმარების პირობები და ა.შ. თუ საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავ და შეთავაზებების სიმრავლემ დაგაბნია, შეგიძლია ძებნა შეწყვიტო და mobineX-ის საიტს ესტუმრო. mobineX-ის ახალი ფუნქციონალი შენთვის ყველაზე ოპტიმალური ინტერნეტ პაკეტის შერჩევაში დაგეხმარება. 

გაიცანი ახალი ფუნქციონალი

mobineX-ის ახალი ფუნქციონალი მოგზაურობის დაგეგმვას ამარტივებს. უბრალოდ მიუთითე ქვეყანა ან ქვეყნები, სადაც მიდიხარ, დღეების რაოდენობა, რა პერიოდითაც აპირებ დარჩენას და AI-ზე დაფუძნებული ასისტენტი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემოგთავაზებს საუკეთესო ღირებულების პაკეტებს. ვარიანტები ფასის მიხედვით იქნება დალაგებული, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება. AI-ზე დაფუძნებული ასისტენტი არჩევანს ფიზიკური და ელექტრონული SIM-ის მიხედვით ცალ-ცალკე გთავაზობს. 

mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები

mobineX-ი ქართველ მომხმარებლებს SIM და eSIM სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტებს სთავაზობს. რეგისტრაცია უმარტივესია - ვებგვერდზე ირჩევ სასურველ პაკეტს და იხდი შენი MasterCard (ან VISA) ბარათით. ინტერნეტით სარგებლობა მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც არის 5G სიხშირე, mobineX-ის სერვისისც ამ სიხშირეზე იჭერს. ხელმისაწვდომია 3, 7, 14, 15 30-დღიანი ან ულიმიტო როუმინგ ინტერნეტ პაკეტები. 

რას მივაქციოთ ყურადღება ინტერნეტ პაკეტის შერჩევისას

ინტერნეტ პაკეტის შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო. მთავარია, შენი საჭიროებები და პრეფერენციები. დაფიქრდი, ძირითადად რა დანიშნულებით გამოიყენებ ინტერნეტს. MB-ების რაოდენობაც შენი საჭიროებების მიხედვით შეიძინე. თუ მხოლოდ რამდენიმე დღით მიემგზავრები, შესაძლოა დაბალ-ფასიანი პაკეტიც გეყოს. თუ ხანგრძლივი პერიოდით აპირებ დარჩენას ან სხვადასხვა მიზეზის გამო ინტერნეტით სარგებლობა ხშირად მოგიწევს, უფრო მოცულობითი პაკეტი დაგჭირდება. AI ასისტენტი პაკეტებს სწორედ შენი პრეფენციების შესაბამისად შემოგთავაზებს. 

რატომ mobineX-ი? 

mobineX-ის მიზანია ქართველი აბონენტებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახადოს. იმისთვის, რომ როუმინგ ინტერნეტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს, პარტნიორ კომპანიებთან ერთად mobineX-ი აბონენტებს სხვადასხვა სიურპრიზს სთავაზობს. ამ ექსკლუზიური შეთავაზებების წყალობით კიდევ უფრო ბიუჯეტურად, შეღავათიანი ტარიფებით შეძლებ მაღალი ხარისხის ინტერნეტით მოგზაურობას. 

დაგეგმე მოგზაურობა mobineX-თან ერთად

mobineX-ი კიდევ უფრო გიმარტივებს მოგზაურობის დაგეგმვას. ამიერიდან, ოპერატორებისა და მათი ინტერნეტ პაკეტების ტარიფებისა და შეთავაზებების შედარებაზე შეგიძლია თავი აღარ შეიწუხო. ამ ყველაფერს შენ მაგივრად AI ასისტენტი იზამს. შენ კი სწრაფად და მარტივად იპოვი ყველაზე ოპტიმალურ, შენს საჭიროებებზე მორგებულ ვარიანტს.