mobineX–ი პირველი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დაფუძნდა. ხარისხიანი სერვისისა და მაქსიმალურად კომფორტული პირობების წყალობით, ამ მოკლე პერიოდში კომპანიამ შეძლო აბონენტების ნდობის მოპოვება. mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტით სარგებლობა დღეს უკვე მსოფლიოს გარშემო ნებისმიერ წერტილში არის შესაძლებელი. ამ წარმატებისა და ინოვაციური იდეის უკან დგას გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც კარგად ესმის, რა სჭირდება ქართველ მომხმარებელს და როგორ მუშაობს სისტემა. დღეს ვეცდებით მოკლედ მოგიყვეთ ჩვენ შესახებ, ჩვენს გამოცდილებასა და სამომავლო მიზნებზე.
ჩვენი გამოცდილება ტელეკომ სფეროში
კომპანია mobineX-ის გახსნის ღონისძიება 2023 წლის 19 მაისს ქალაქ ლონდონში გაიმართა. ამას წინ უძღოდა ტელეკომ სფეროში 16-წლიანი გამოცდილება. mobineX-ი არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი - INTELIEXPRESS, საერთაშორისო ამანათები - Inex Group, ტელეკომუნიკაცია - inexPHONE და ღვინის კომპანია - გიუაანი. სწორედ ჩვენი ჰოლდინგის მრავალწლიან და ფუნდამენტურ გამოცდილებას დავუმატეთ ინოვაციური იდეები და შევქმენით პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში.
mobineX-ის უკან დგას inexPHONE - აპლიკაცია, რომელიც ინტერნეტის საშუალებით კონტაქტებთან ზარებისა და შეტყობინებების მიმოცვლის საშუალებას იძლევა. აპლიკაციის დახმარებით შეგიძლია აიღო უფასო ქართული ნომერი (DID number) და შეღავათიანი ტარიფებით ეკონტაქტო ახლობლებს.
რატომ შეიქმნა mobineX-ი
mobineX-ი ვირტუალური მობილური ოპერატორია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მობილურ ინტერნეტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საერთაშორისო ზარების მიღება - განხორციელების სწრაფ და კომფორტულს მეთოდს. mobineX-ის აპლიკაციით შესაძლებელია ზარების მიღება-განხორციელება როგორც საერთაშორისო და ლოკალურ ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე.
2023 წელს ჩვენმა მობილურმა ოპერატორმა დაიწყო ოპერირება და მას შემდეგ არაერთი სიახლე შესთავაზა აბონენტებს. დღეს უკვე შეგიძლია mobineX-ის დახმარებით შეიძინო ფიზიკური SIM ბარათები და ელექტრონული eSIM. იმ ქვეყნებში, სადაც შესულია 5G მომსახურება, შენი მობილურის ინტერნეტიც 5G იქნება.
mobineX-ის მიღწევები
კომპანია წლიდან წლამდე იზრდება. თანდათანობით გაფართოვდა ფიზიკური და ელექტრონული ბარათების დაფარვის არეალი. დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგიძლია ისარგებლო mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტით. გარდა ამისა, ვამატებთ ახალ სერვისებსა და ფუნქციებს. სულ ახლახან mobineX-ის საიტს დაემატა AI ასისტენტი, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვისას შენი პრეფერენციების მიხედვით ყველაზე ოპტიმალურ ინტერნეტ პაკეტს გთავაზობს.
2024 წელს გამოვუშვით მობილური აპლიკაცია, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს რეგისტრაცია/ავტორიზაცია უკვე არა მარტო ვებგვერდიდან, mobineX-ის აპლიკაციის საშუალებითაც შეუძლიათ. მობილური აპლიკაციის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ MB-ების შემოწმება/დამატებასთან ერთად შესაძლებელია ზარების მიღება-განხორციელება როგორც საერთაშორისო და ლოკალურ ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე.
პერიოდულად ჩვენი აბონენტები სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობენ. mobineX-ი თანამშრომლობს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებულ კომპანიებთან და მონაწილეობს მნიშვნელოვან ღონისძიებებში. გვაქვს ექსკლუზიური ფასდაკლებები და საინტერესო, მრავალფეროვანი შეთავაზებები.
რა გეგმები გვაქვს
ჩვენ წლებია დიდი სურვილი გვაქვს ქართულ ბაზარზე შემოვიდეთ, როგორც MVNO, ანუ ვირტუალური ქსელის მობილური ოპერატორი. ეს იყო და რჩება ჩვენს სამომავლო მისიად. ამას გარდა, განვაგრძობთ თანამშრომლობას პარტნიორ კომპანიებთან და კიდევ ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ მომხმარებლებს.
შეჯამება
mobineX-ის გუნდი გამოცდილი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ ტელეკომუნიკაციების სფეროში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება გვაქვს. სწორედ ეს არის კომპანიის წარმატების საფუძველი. გამოცდილება სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც ჩვენი და ჩვენი აბონენტების უმთავრესი პრიორიტეტია.