როგორც იცი, mobineX-ი სპორტის აქტიური გულშემატკივარია. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ქომაგების გვერდით, იქნება ეს ფეხბურთში, კალათბურთში, თუ ნებისმიერ სხვა სპორტის სახეობაში ჩემპიონატი. სპორტული ღონისძიებების დროს გვაქვს სპეციალური შეთავაზებები როუმინგზე, რათა საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მუდმივად კავშირზე იყო და ოვაციების გაზიარება შეძლო.
ამჯერად საქართველოს ნაკრებს ლივერპულში, კრივში მსოფლიო ჩემპიონატზე ვუგულშემატკივრეთ. ტურნირის განმავლობაში, სპორტსმენები და „სპორტული თაობის” წარმომადგენლები mobineX-ის როუმინგ ინტერნეტით სარგებლობდნენ.
საქართველოს ნაკრების წარმატება ლივერპულში
4-14 სექტემბერს ინგლისის ქალაქმა ლივერპულმა კრივში უფროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მედალს ოლიმპიური პრიზიორი, ლაშა გურული 65კგ წონით კატეგორიაში დაეუფლა. უნდა აღინიშნოს, რომ მან ზედიზედ მესამედ მოიპოვა მედალი მსოფლიო ჩემპიონატებზე. ჯამში კი დიდ ტურნირებზე ( ოლიმპიური თამაშები; მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები) მისთვის ეს მე-7 მედალია.
mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი „სპორტული თაობისთვის”
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს ტურნირის განმავლობაში როუმინგ ინტერნეტით mobineX-ი უზრუნველყოფდა. ჩვენი ინტერნეტით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი და გამონაკლისი არც ინგლისია. მეტიც, mobineX-ი არის პირველი ქართული წარმომავლობის ვირტუალური მობილური ოპერატორი, რომელიც წლების წინ სწორედ დიდ ბრიტანეთში დაფუძნდა. ეს საშუალებას გვაძლევს, ამ ქვეყნის მიმართულებით აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ.
დაათვალიერე ჩვენი ინტერნეტ პაკეტების კატალოგი დიდ ბრიტანეთში სამოგზაუროდ
„სპორტული თაობა”
„სპორტული თაობა” ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფია, რომელიც საერთაშორისო და ეროვნული სპორტული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესშია ჩართული. გუნდის მთავარი მიზანი საქართველოში მოხალისეობრივი კულტურის დანერგვა, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობა და მასობრივი სპორტის განვითარებაა. mobineX-ი ამ წამოწყებას დიდი ენთუზიაზმით უჭერს მხარს. სწორედ ამ მისიამ გაგვაერთიანა.
შეჯამება
mobineX-ი რჩება ქართველი სპორტსმენებისა და სპორტის ქომაგების მხარდამჭერად. ჩვენ ვდგავართ გულშემატკივრების გვერდით ფეხბურთის, კალათბურთის, წყალბურთის ჩემპიონატებზე. ამჯერად მოკრივეებს გავუწიეთ ინტერნეტ მხარდაჭერა ლივერპულში. ჩვენმა ნაკრებმა ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის. წარმატების სიხარულს გაზიარება უნდა. ემოციების გაზიარებაში კი mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი დაგეხმარება.
პაკეტები