mobineX-ის მიზანი თავიდანვე იყო ქართველი აბონენტებისთვის მოგზაურობა უფრო სასიამოვნო და კომფორტულ გამოცდილებად ექცია. ამ მისიას კომპანია დღემდე ერთგულებს. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მობილურ ინტერნეტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, mobineX-ის აპლიკაციით ასევე შესაძლებელია ზარების მიღება-განხორციელება როგორც საერთაშორისო და ლოკალურ ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე, ხოლო ზარის მიმღებს საპასუხოდ არ სჭირდება ინტერნეტი.
დროთა განმავლობაში შევიძინეთ ახალი პარტნიორები, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ სერვისები და დროდადრო აბონენტები პატარ-პატარა საჩუქრებით გავახაროთ.
mobineX-ის სუპერ შეთავაზებები
თუ მობინექსელი ხარ, ალბათ, შეამჩნევდი, რომ პერიოდულად ელექტრონულ ფოსტასა და აპლიკაციში mobineX-ისგან შეტყობინებები მოგდის. გირჩევთ, ეს შეტყობინებები უყურადღებოდ არ დატოვო, რადგან ხშირად შენთვის სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს. მარტივად შესაძლებელია, შეტყობინების გახსნის შემდეგ სპეციალური პრომო კოდი დაგხვდეს, რომელსაც ფასდაკლებისთვის გამოიყენებ. პრომო კოდის დახმარებით შემდეგი მოგზაურობისას ინტერნეტს შეღავათიან ფასად შეიძენ. ასე რომ, იყავი ყურადღებით და არ გაუშვა შანსი ხელიდან.
როგორ გახდე მობინექსელი
თუ ჯერ არ ხარ მობინექსელი, გირჩევთ, ახლავე დარეგისტრირდე, რათა შემდეგში შენც გახდე ჩვენი საჩუქრების ადრესატი. ამისთვის საჭიროა გაიარო მარტივი სარეგისტრაციო პროცესი, რასაც საიტის დახმარებით ან ჩვენი აპლიკაციიდან იზამ, ონლაინ. შესაბამის ველში ჩაწერ სახელსა და გვარს, შენს ელექტრონულ მისამართსა და ტელეფონის ნომერს და სულ ეს არის. ამის შემდეგ ჩვენი ექსკლუზიური შეთავაზებებით შენც თავისუფლად ისარგებლებ. გვაქვს ფასდაკლებები ინტერნეტ პაკეტებზე, შეღავათები ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან სამოგზაურო დაზღვევაზე, eCommerce მაღაზიებში და ა.შ. ასევე ვთანამშრომლობთ flyhelp.ge-ისთან, რომელიც ჩვენს აბონენტებს ფრენასთან დაკავშირებული პრობლემების მარტივად მოგვარებაში ეხმარება.
რატომ ირჩევენ აბონენტები mobineX-ს
mobineX-ი აბონენტებს შეღავათიან ტარიფებსა და ხარისხიან, საინტერესო სერვისებს სთავაზობს. მომხმარებლებისთვის ეს ყველაზე მარტივი და კომფორტული ალტერნატივაა. კომპანიის პოპულარობაზე აისახება ჩვენი სპეციალური ფასდაკლებებიც. პერიოდულად აბონენტები ექსკლუზიურ შეთავაზებებს იღებენ სხვადასხვა ტიპის სერვისსა და პროდუქტზე. ასე რომ, თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს და არ გაუშვა საჩუქრის მიღების შანსი ხელიდან. ელექტრონული ფოსტის გარდა, მიმდინარე მოვლენებს თვალი შეგიძლია ადევნო სიახლეებისა და ბლოგების გვერდზეც, სადაც ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებით.