mobineX-ის მიზანი თავიდანვე იყო, როუმინგ ინტერნეტი მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის გაეხადა ხელმისაწვდომი. ასე დაიბადა იდეა, შეგვექმნა პირველი ქართული წარმომავლობის ვირტუალური მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში. mobineX-ის გამოჩენის შემდეგ ბაზარი საგრძნობლად გამრავალფეროვნდა. გამოჩნდნენ კონკურენტი კომპანიები, რომლებიც აბონენტებს სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, mobineX-ი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ასრულებს ჩაფიქრებულ მიზანს. ჩვენ ვთქვით, რომ შესაძლებელია, სტაბილური, ხარისხიანი ინტერნეტი ადეკვატურ ფასად და ეს დავამტკიცეთ.
განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია ახალი გამოწვევები, ამიტომ ვცდილობთ კიდევ და კიდევ გავაფართოოთ მასშტაბები. გვიხარია, რომ mobineX-ის როუმინგ ინტერნეტს უკვე აქტიურად იყენებენ სომხეთშიც, რაც ნიშნავს, რომ სომხეთის ბაზარიც წარმატებით ავითვისეთ.
რა სერვისებს ვთავაზობთ აბონენტებს სომხეთიდან
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გვაქვს ლოკალური და რეგიონალური შეთავაზებები. ყველა ამ სერვისით თავისუფლად შეუძლიათ ისარგებლონ არამარტო ქართველ, არამედ - უცხოეთში მცხოვრებ აბონენტებსაც.
უკვე საკმაოდ გაიზარდა აბონენტების სია სომხეთიდან, ვინც მოგზაურობისას mobineX-ს ირჩევს. ინტერნეტ პაკეტების შეძენა სხვადასხვა ვალუტაშია შესაძლებელი. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა საინტერესო შეთავაზება ანალოგიურად ვრცელდება უცხოელ აბონენტებზეც. მაგალითად, მათ, ვინც საერთაშორისოდ აღიარებულ Mastercard ბარათით სარგებლობს, mobineX-ი 1GB ინტერნეტს ჩუქნის. MB-ების დახარჯვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ლოკაციაზე.
რა გეგმები გვაქვს წინ
სამომავლოდ გვსურს, რომ mobineX-ის მომსახურება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. უკვე აქტიურად ვოპერირებთ სომხეთის ბაზარზე და ველოდებით, რომ ამ რეგიონში ჩვენს სერვისებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე საკმაოდ დიდი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული სხვა რეგიონების მიმართულებებითაც.
როგორც იცი, ჩვენ წლებია ვცდილობთ ქართულ ბაზარზე შემოვიდეთ, როგორც MVNO, ანუ ვირტუალური ქსელის მობილური ოპერატორი. ეს იყო და რჩება ჩვენს სამომავლო მისიად. ამას გარდა, განვაგრძობთ თანამშრომლობას პარტნიორ კომპანიებთან და კიდევ ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს. ამიტომ, დაელოდე სიახლეებს და სულ მალე კიდევ ბევრი საინტერესო ამბით დაგიბრუნდებით.