none
შეიძინე ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტის ბილეთები TKT.GE-ზე და მიიღე საჩუქრად mobineX-ისგან უფასო MB-ები

“შეიძინე ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტის ბილეთები TKT.GE-ზე და მიიღე საჩუქრად mobineX-ისგან უფასო MB-ები”

ზოგადი ინფორმაცია
27.08.2025

ამჯერად საით მიემგზავრები? მარტო მიდიხარ თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად? ალბათ, სანამ ზაფხულის ბოლო დღეებიც მიიწურება, ზღვის, ან სულაც ოკეანის ნაპირზე წამოწოლა და მზის ჩასვლით ტკბობა გსურს. შეიძლება, ისტორიული ძეგლების მონახულება და მათი გავლით წარსულში მოგზაურობა გინდა, ან, იქნებ, წელს შვებულების უფრო განსხვავებულ გარემოში გატარებას გეგმავ? სადმე ბუნებაში განმარტოვდები და რამდნენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმობ დროს. 


ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან გაქვს და ქალაქში ჩასასვლელად ტრანსპორტის ბილეთებს ეძებ, გირჩევთ, ახლავე ესტუმრო TKT.GE-ის. 

რატომ უნდა შეიძინო ბილეთები TKT.GE-ზე

თუ ბილეთებს TKT.GE-ზე შეიძენ, ბილეთთან ერთად საჩუქრად მიიღებ mobineX-ის 2GB როუმინგ ინტერნეტს. არ აქვს მნიშვნელობა, მატარებლით წახვალ, თუ ავტობუსით. TKT.GE-ზე ქუთაისის მიმართულებით ხელმისაწვდომია როგორც რკინიგზის, ასევე - ავტობუსის ბილეთები. აირჩიე, რომელიც შენთვის უფრო კომფორტულია და იმგზავრე მშვიდად და უსაფრთხოდ. ნაჩუქარი MB-ების გამოყენებას შენი სურვილისამებრ შეძლებ. დანიშნულების ადგილას ჩასვლისთანავე, შეგიძლია, ჩართო როუმინგი და შეატყობინო მათ, ვინც შინ გელოდება, რომ კარგად და უსაფრთხოდ ხარ. 

TKT.GE-ის სერვისი

TKT.GE არის სივრცე, სადაც ერთად არის თავმოყრილი როგორც ტრანსპორტის, ასევე სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიების, კინოს, თეატრის, მუზეუმის ბილეთები. მათი შეძენა სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად, ონლაინ შეგიძლია. მატარებლისა და ავტობუსის ბილეთების გარდა, ასევე ხელმისაწვდომია ავიაბილეთებიც. უბრალოდ მიუთითებ მგზავრების რაოდენობას, დანიშნულების ადგილს, რომელი აეროპორტიდან გსურს გაფრენა, გამგზავრების და დაბრუნების თარიღებს და საიტი ყველა შესაძლო ალტერნატივას შემოგთავაზებს.  


გაეცანი ჩვენს სპეციალურ შეთავაზებას TKTFLY-ს მომხმარებლებისთვის - შეიძინე ავიაბილეთები TKTFLY-ზე და საჩუქრად მიიღე mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი

mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი

mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვინც მოგზაურობისას სწრაფ და საიმედო კავშირს ეძებს. შენ შეგიძლია ისარგებლო ნაჩუქარი MB-ებით მსოფლიოს გარშემო ნებისმიერ წერტილში. mobineX-ის ინტერნეტი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური SIM ბარათით, ასევე - eSIM-ის მეშვეობით. არჩევანი მოიცავს სტანდარტულ და ულიმიტო პაკეტებს, სხვადასხვა ხანგრძლივობით. გადაავლე თვალი ლოკალური და რეგიონალური ინტერნეტ პაკეტების კატალოგს და აირჩიე შენთვის საუკეთესო ვარიანტი. 

როგორ გავიმარტივოთ მოგზაურობა

mobineX-ი მაქსიმალურად ცდილობს ქართველ აბონენტებს მოგზაურობის პროცესი გაუმარტივოს. ამ მიზნით პერიოდულად სხვადასხვა შეთავაზება გვაქვს. აქციები ვრცელდება სამოგზაურო დაზღვევაზე, სავიზო აპლიკაციასთან დაკავშირებულ სერვისებზე, ონლაინ მაღაზიებზე, სადაც მოგზაურობისთვის საჭირო ნივთები შეგიძლია შეიძინო. ჩვენივე აპლიკაციიდან შეგიძლია მოაგვარო ფრენასთან დაკავშირებული პრობლემები, მოითხოვო კომპენსაცია, წინასწარ დაჯავშნო მუზეუმებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების ბილეთები, რომელთა მონახულებასაც ტურის განმავლობაში აპირებ. ერთი სიტყვით, mobineX-ი როუმინგ ინტერნეტის გარდა, ბევრ სხვა საინტერესო ალტერნატივას გთავაზობს. ასე რომ, თვალი ადევნე მიმდინარე სიახლეებს და არ გამოტოვო შენთვის ხელსაყრელი შეთავაზებები. 

შეჯამება

თუ ამ ზაფხულს მოგზაურობას გეგმავ და ქუთაისის აეროპორტიდან გაქვს ფრენა, გირჩევთ, აეროპორტამდე ჩასასვლელად ტრანსპორტის ბილეთები TKT.GE-ზე შეიძინო. ეს არის შანსი, რომ ბილეთებთან ერთად საჩუქრად უფასო 2GB მიიღო. დაგვეთანხმები, მოგზაურობისას ცოტა რამ გამოგადგება ისე, როგორც როუმინგ ინტერნეტი. mobineX-ი გთავაზობს ხარისხიან და ხელმისაწვდომ სამოგზაურო ინტერნეტს მსოფლიოს გარშემო, რაც შენს მოგზაურობას კიდევ უფრო მშვიდსა და მარტივს გახდის.