mobineX-ი გთავაზობს შესაძლებლობას გაუზიარო გამოცდილება მეგობრებს და ამავდროულად მიიღო უფასო MB-ები საჩუქრად. თუ შენი მეგობრები ჯერაც არ არიან mobineX-ის მომხმარებლები, მოიწვიე ისინი და მიიღე უფასო სამოგზაურო ინტერნეტი. ჩვენი რეფერალური სისტემის საშუალებით შეგიძლია დააგროვო COINEX, ბონუს ქულები და ისარგებლო უფასო MB-ებით. დღეს მოგიყვებით, როგორ მუშაობს ჩვენი რეფერალური სისტემა და რა საჩუქრებს უნდა ელოდოთ mobineX-ისგან.
როგორ მუშაობს რეფერალური სისტემა?
რეგისტრაციის შემდეგ თითოეულ მომხმარებელი იღებს უნიკალურ, პერსონალიზებულ კოდს, რომელიც პირად კაბინეტშია ხელმისაწვდომი. ეს კოდი შეგიძლია გაუზიარო მეგობრებს ან ახლობელ ადამიანს, რომელიც სამოგზაუროდ აპირებს წასვლას, ნებისმიერი სოციალური ქსელის, მესიჯის ან ელფოსტის საშუალებით.
როდესაც შენი მოწვევით მეგობარი mobineX-ზე დარეგისტრირდება და შეიძენს პაკეტს, ის მიიღებს 15%-იან ფასდაკლებას, ხოლო შენ - გადახდილი თანხის 15% დაგერიცხება COINEX ქულების სახით.
COINEX-ი mobineX-ის ბონუს ქულებია, რომელიც დროთა განმავლობაში, შენაძენების მიხედვით, პირად კაბინეტში გიგროვდება და შეგიძლია გამოიყენო სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტების შესაძენად. რაც მეტ ადამიანს მოიწვევ, მით მეტი ქულა დაგიგროვდება.
mobineX-ის სერვისები
mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტები სწრაფ, სტაბილურ და ხელმისაწვდომ კავშირს უზრუნველყოფს, რაც მოგზაურობას გაცილებით კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. დაგროვილი COINEX-ით შეგიძლიათ სხვადასხვა სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტის შეძენა, საჭიროების მიხედვით.
mobineX-ი გთავაზობს ყველაზე სწრაფ და იაფ სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტებს. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც ფიზიკურ SIM-ს, ასევე ელექტრონულ eSIM-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქვეყნებში, სადაც შესულია 5G მომსახურება, mobineX-ის ინტერნეტიც 5G სიხშირით მუშაობს.
გარდა ამისა, mobineX-ი აბონენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი გუნდი მზად არის 24/7-ზე დაეხმაროს მომხმარებელს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში.
შეჯამება
mobineX-ის რეფერალური პროგრამა იდეალურია სამოგზაურო ინტერნეტის მისაღებად. მარტივად და სწრაფად, თქვენი პერსონალური კოდის მეგობრებთან გაზიარებით მიიღებთ COINEX, ბონუს ქულებს. მოიწვიე მეგობრები ახლავე, მიიღეთ საჩუქრად უფასო MB-ები და ისარგებლე ინტერნეტით, რომელიც შენს რიტმს მარტივად მიჰყვება.
პაკეტები