none
მიიღე შენი კომპანიისთვის სპეციალური კორპორაციული შეთავაზება mobineX-ისგან

“მიიღე შენი კომპანიისთვის სპეციალური კორპორაციული შეთავაზება mobineX-ისგან”

ზოგადი ინფორმაცია
01.10.2025

თუ შენი კომპანიის თანამშრომლებს ხშირად უწევთ საზღვარგარეთ მივლინება უცხოელ პარტნიორებთან შესახვედრად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ტრენინგებსა და კონფერენციებზე დასასწრებად, mobineX-ს შენთვის საინტერესო შემოთავაზება აქვს. კომპანიის საჭიროებების მიხედვით, ერთად შეგვიძლია შევარჩიოთ კონკრეტულად შენი გუნდის შესაბამისი კორპორაციული სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტი. 

mobineX-ის სერვისები

ინდივიდუალურად შენს კომპანიაზე მორგებული შეთავაზებები

ჩვენი შეთავაზება გაითვალისწინებს კონკრეტულად შენი გუნდის პრეფერენციებს, რაც გულისხმობს მოკლევადიან და გრძელვადიან, სტანდარტულ და ულიმიტო ინტერნეტ პაკეტებს, განსაკუთრებულ ფასდაკლებას იმ მიმართულებით, სადაც კომპანიის დასაქმებულები ყველაზე ხშირად მიემგზავრებიან. 


სტაბილური და ხარისხიანი როუმინგ ინტერნეტი

mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი სწრაფი, სტაბილური და ხარისხიანია. იმ ქვეყნებში, სადაც ეს შესაძლებელია, გვაქვს 5G მხარდაჭერა. თუ კონკრეტულ ადგილას ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, შეგიძლია მარტივად ცვალო პროვაიდერები და იპოვო საუკეთესო ალტერნატივა. გარდა ამისა, ჩვენი აბონენტების გამოცდილებით, mobineX-ის ინტერნეტი ჩვეულებრივზე ნელა იხარჯება, რაც მომხმარებლისთვის თავისთავად პრიორიტეტულია. 


ინტერნეტ პაკეტების მრავალფეროვანი არჩევანი 

გვაქვს 1800-ზე მეტი ინტერნეტ პაკეტი - ლოკალური და რეგიონალური შეთავაზებები. mobineX-ის როუმინგ ინტერნეტით მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას შეგიძლია ისარგებლო. 


ფიზიკური ბარათები და eSIM

mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი ხელმისაწვდომია ფიზიკური SIM ბარათის და eSIM-ის ფორმით, რაც ნიშნავს, რომ პაკეტის გააქტიურებას ყოველგვარი გართულების გარეშე მარტივად შეძლებ დისტანციურად.


შეღავათიანი ტარიფები

mobineX-ის ინტერნეტ პაკეტების ღირებულება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხის შესაბამისად ადეკვატურია. 


ქართულენოვანი მხარდაჭერის გუნდი

კიდევ ერთი დეტალი, რაც mobineX-ის მომსახურებას ქართველი აბონენტებისთვის განსაკუთრებით სასურველს ხდის, ჩვენი ქართულენოვანი მხარდაჭერის გუნდია, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში, 24/7-ზე მზად არის აბონენტებს დაეხმაროს.

რატომ უნდა აირჩიო mobineX-ი

mobineX-ის არჩევის შემთხვევაში, შენ გაქვს წვდომა ხარისხიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომ ფასად, თუმცა ეს ყველაფერი არაა. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებლებს მრავალფეროვანი სერვისები შევთავაზოთ, რაც როუმინგ ინტერნეტთან ერთად არაერთ სხვა ასპექტს მოიცავს. 


ტელეკომუნიკაციების სფეროში მუშაობის 18 წელზე მეტი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ კარგად ვიცით, რა სჭირდებათ აბონენტებს. ჩვენი საიტი და აპლიკაცია მარტივად გამოსაყენებელია. mobineX-ის აპლიკაციით შეგიძლია ზარების განხორცეიელება ნებისმიერი მიმართულებით, ხოლო ადრესატს არ სჭირდება ინტერნეტთან წვდომა, რომ გიპასუხოს. გვყავს პარტნიორი კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც ჩვენს ერთგულ აბონენტებს პერიოდულად საინტერესო სიურპრიზებს სთავაზობენ. ყველა ეს დეტალი შენი გუნდისთვის მოგზაურობას უფრო სასიამოვნო და კომფორტულ გამოცდილებად აქცევს.