none
გაიხანგრძლივე ზაფხულის დასვენების დღეები mobineX-თან ერთად

“გაიხანგრძლივე ზაფხულის დასვენების დღეები mobineX-თან ერთად”

ზოგადი ინფორმაცია
17.09.2025

ეს ზაფხულიც მიიწურა და დადგა სექტემბერი. წელს სად იყავი სამოგზაუროდ? ზღვისპირა ქალაქები მოინახულე, მთა თუ ბარი? შეიძლება, იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები, რომლებიც შემოდგომის დასაწყისში ამჯობინებენ დასვენებას, როცა სეზონი ნაკლებად დატვირთულია და მშვიდ გარემოში შეგიძლია დრო გაატარო. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სურვილი გაქვს, დასვენების დღეები ჯერ კიდევ წინ არის. დაგეგმე კიდევ ერთი მოგზაურობა და დააგროვე დაუვიწყარი მოგონებები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გეყოფა ყოველდღიურობის გასახალისებლად. 

აირჩიე სასურველი ინტერნეტ პაკეტი

სადაც არ უნდა გადაწყვიტო წასვლა, გახსოვდეს, რომ mobineX-ის როუმინგ ინტერნეტით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია. თუ კითხვა გაგიჩნდა, რამდენი MB-ი გეყოფა საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, დახმარებისთვის ჩვენს AI ასისტენტს შეგიძლია მიმართო. სისტემა შენი დანიშნულების ადგილისა და მოგზაურობის ხანგრძლივობის მიხედვით ავტომატურად შემოგთავაზებს ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტებს. საკმარისია, მიუთითო ქვეყანა ან ქვეყნები, სადაც მიემგზავრები, დღეების რაოდენობა, რა პერიოდითაც აპირებ დარჩენას და ამ ინფორმაციის საფუძველზე AI ასისტენტი საუკეთესო ღირებულების პაკეტების სიას მოგაწვდის.

ფიზიკური SIM თუ eSIM

ჩვენს ინტერნეტ პაკეტების კატალოგში თავმოყრილია შეთავაზებები როგორც ფიზიკური ბარათებისთვის, ასევე eSIM-ისთვის. არჩევანი შენზეა დამოკიდებული. ორივე ტიპის SIM ბარათი თავის უპირატესობებს გვთავაზობს, თუმცა კომფორტის თვალსაზრისით, eSIM უფრო მოქნილი არჩევანია. მისი გააქტიურება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ უბრალოდ დაასკანერებ QR კოდს და ინტერნეტიც გაგიაქტიურდება. თუმცა, უნდა გაითვალისწინო, რომ ყველა მოწყობილობას არ აქვს eSIM-ის მხარდაჭერა, ამიტომ გააქტიურებამდე სმარტფონის პარამეტრებში აუცილებლად გადაამოწმე. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ შენი ტელეფონით eSIM-ს ვერ გაიაქტიურებ, mobineX-ი გთავაზობს ფიზიკური SIM ბარათის ალტერნატივას.

რეგიონალური თუ ლოკალური პაკეტები

ფიზიკური და ელექტრონული ფორმის გარდა, ჩვენი ინტერნეტ პაკეტები ასევე დიფერენცირებულია რეგიონალური და ლოკალური ნიშნით. მათ შორის არჩევანი შენს საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მონახულება აპირებ, მაგალითად, ევროპაში მოგზაურობ და გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მონახულებას გეგმავ, უკეთესია აირჩიო ევროპის რეგიონალური პაკეტი, რომელიც ყველა ამ ქვეყანაში ფუნქციონირებს. მაგრამ თუ უკვე გაქვს არჩეული კონკრეტული მიმართულება, მაგალითად, მხოლოდ ესპანეთში მოგზაურობ, ლოკალური პაკეტი უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივა შეიძლება იყოს. 

ზაფხულის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ პაკეტები

ამ ზაფხულს რამდენიმე ინტერნეტ პაკეტი გახდა ყველაზე პოპულარული. არჩევანის გაკეთებაში, შესაძლოა, მათი შეთავაზებების გადახედვაც დაგეხმაროს. რას ირჩევენ სხვა ადამიანები და რატომ? ქვემოთ ჩამოთვლილია ის ვარიანტები, რომლებსაც ჩვენმა აბონენტებმა მიანიჭეს უპირატესობა: 


  • თურქეთი – Unlimited Standard eSIM

  • საფრანგეთი – Unlimited Standard eSIM

  • ევროპა (41 ქვეყანა) – Unlimited Standard eSIM

  • საბერძნეთი – Unlimited Standard eSIM

  • შვეიცარია – Unlimited Standard eSIM


ვრცლად ამ საკითხზე ჩვენს წინა ბლოგში წაიკითხავთ - რომელია ზაფხულის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ პაკეტები

სპეციალური შეთავაზებები mobineX-ისგან

თუ უკვე მოიფიქრე, სად გინდა გაატარო ზაფხულის დარჩენილი დღეები და შეხვდე შემოდგომას, აუცილებლად გადაავლე თვალი mobineX-ის სიახლეებს. აქ შენზე მორგებული შეთავაზება შეიძლება აღმოაჩინო. ჩვენ არაერთი პარტნიორი კომპანია გვყავს, რომელიც აბონენტებისთვის მოგზაურობის გამარტივებაში გვეხმარება. აქვე შეგიძლია შეიძინო ტრანსპორტის, ღირსშესანიშნაობების ბილეთები შეღავათიან ფასად. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, ფრენასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმაროთ, სამოგზაურო დაზღვევაზე მიიღო ექსკლუზიური შეთავაზებები და ა.შ. ასე რომ, მაქსიმალურად ეცადე ამ შესაძლებლობების გამოყენებას. 


შეჯამება

ყველაზე ცხელი სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა დასვენების დღეები და მოგზაურობა ჯერ კიდევ წინ არის. mobineX-ის როუმინგ ინტერნეტით, შეგიძლია, უფრო კომფორტულად, უსაფრთხოდ და სასიამოვნოდ იმოგზაურო. გარდა ინტერნეტ სერვისისა, mobineX-ი გთავაზობს სპეციალურ შემოთავაზებებს, რომლებიც შენი მოგზაურობის ყველა ეტაპს უფრო გაგიმარტივებს და სახალისოს გახდის.