none
დინამო თბილისი ხორვატიაში – mobineX-ის ინტერნეტი წყალბურთელებისთვის ევროპულ ტურნირზე

“დინამო თბილისი ხორვატიაში – mobineX-ის ინტერნეტი წყალბურთელებისთვის ევროპულ ტურნირზე”

ზოგადი ინფორმაცია
20.11.2025

წყალბურთის კლუბი დინამო თბილისი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, უკვე ათწლეულებია ქართული წყალბურთს ღირსეულად წარმოაჩენს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. გუნდი 1938 წელს დაფუძნდა და წარმატებულ მოღვაწეობას დღესაც აგრძელებს.


გუნდს, რომელიც ქვეყნის სახელით იბრძვის ევროპულ ტურნირებზე, სჭირდება სანდო პარტნიორი, რომელიც კომუნიკაციას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უზრუნველყობს. სწორედ ამიტომ mobineX-მა, დინამო თბილისს ევროპულ გასვლაზე მხარი დაუჭირა, უზრუნველყო გუნდი სწრაფი და სტაბილური ინტერნეტით, რათა სპორტსმენებს და კლუბის წარმომადგენლებს მუდმივი კავშირი ჰქონოდათ ოჯახთან, მწვრთნელებთან და გულშემატკივრებთან.

რთული გასვლითი მატჩები შიბენიკში, mobineX-ის მხარდაჭერით

დინამო თბილისი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი წყალბურთის კლუბია, რომლის ისტორია 1938 წლიდან იწყება. გუნდი მრავალგზის გამარჯვებულია როგორც საბჭოთა კავშირის, ისე საქართველოს ჩემპიონატებში და 2025 წლის მონაცემებით, ექვსგზის საქართველოს ჩემპიონია. კლუბის ისტორიას უკავშირდებიან ისეთი ლეგენდარული წყალბურთელები, როგორებიც არიან ნოდარ გვახარია, პეტრე მშვენიერაძე და მიხეილ გიორგაძე – სპორტსმენები, რომლებმაც ქართული წყალბურთი საერთაშორისო რუკაზე დაამკვიდრეს.


უკვე მეორე წელია დინამო ევროთასზე ასპარეზობს. 2025 წლის ოქტომბერში, დინამო თბილისმა ხორვატიის ქალაქ შიბენიკში 3 მატჩი ჩაატარა, სადაც ხორვატულ კლუბ VK Solaris-სა და რუმინულ კლუბებს C.S. Rapid București-სა და Steaua București-ს შეხვდა. 


გასვლითი ეტაპი, რომელიც 2 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა, გუნდისთვის დიდი გამოწვევა იყო: ახალ სეზონში დინამოს შეემატა ექვსი ახალი მოთამაშე, შეიცვალა მწვრთნელიც, რის გამოც გუნდური შეთამაშებისა და გამთლიანების პროცესს მეტი დრო დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე მატჩი მარცხით დასრულდა, გუნდმა მეტოქის წინააღმდეგ ღირსეულად იბრძოლა და მომდევნო თამაშებისთვის დიდი გამოცდილება მიიღო.


ამ პერიოდში mobineX-მა გუნდი მობილური ინტერნეტით უზრუნველყო, რაც დინამოს წევრებს საშუალებას აძლევდა უწყვეტი კავშირი ჰქონოდათ თბილისთან, ოჯახთან, გულშემატკივრებთან და მედია წარმომადგენლებთან. ინტერნეტის გამართულად მუშაობამ გუნდს კომუნიკაცია გაუმარტივა როგორც სპორტულ, ისე ორგანიზაციულ საკითხებში.

mobineX-ის პაკეტები ხორვატიის მიმართულებით

ხორვატიაში მოგზაურობის დროს საიმედო და სწრაფი ინტერნეტის ქონა აუცილებელია. mobineX მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის, SIM და eSIM, ბიუჯეტურ სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტებს ხორვატიაში, რომლებიც ერთმანეთისგან დღეებისა და მეგაბაიტების რაოდენობის მიხედვით განსხვავდება. თუმცა ასევე ულიმიტო ინტერნეტ პაკეტებსაც გთავაზობთ. თითოეული პაკეტი უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს ადგილობრივ ქსელებზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის, ისე სპორტსმენებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი კომუნიკაცია გუნდთან, ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან საზღვარგარეთ ყოფნის დროს.

შეჯამება

დინამო თბილისისა და mobineX-ის თანამშრომლობა მეტია, ვიდრე ტექნიკური მხარდაჭერა. ეს არის საერთო მიზანი, რომელიც ერთიანდება ქართულ სპორტში პროგრესისა და საერთაშორისო წარმატების მისაღწევად. როცა გუნდი უცხოეთში ასპარეზობს, საიმედო კავშირი, ოჯახთან, მეგობრებთან თუ გულშემატკივრებთან, უმნიშვნელოვანესია.