mobineX-ი მომხმარებლებს სთავაზობს როუმინგ ინტერნეტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ცხადია, გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენ გვყავს როგორც ქართველი, ასევე - უცხოელი აბონენტები. ვირტუალური ბარათის დახმარებით ინტერნეტ პაკეტის გააქტიურებას ნებისმიერ დროს შეძლებ.
თუ მცირე ხნით მივლინებით საქართველოს სტუმრობ ან უბრალოდ ქვეყნის დასათვალიერებლად ტურისტული ვიზიტით ჩამოხვედი, შეგიძლია, შენს საჭიროებებზე მორგებული ინტერნეტ პაკეტი შეიძინო და მთელი ამ დროის განმავლობაში სწრაფი მობილური ინტერნეტით ისარგებლებ. mobineX-ის ინტერნეტით საქართველოში სარგებლობას იმ შემთხვევაშიც შეძლებ, თუ, მაგალითად, ევროპის რეგიონალური პაკეტი გქონდა აღებული, მოგზაურობის შემდეგ MB-ები დაგრჩა და მათ გახარჯვას გადაწყვეტ.
mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები
mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურება შესაძლებელია როგორც eSIM-ის, ასევე ფიზიკური ბარათის ფორმით. გთავაზობთ ლოკალურ და რეგიონალურ ინტერნეტ პაკეტებს. იმ ადგილებში, სადაც ხელისაწვდომია 5G სიხშირე, mobineX-ის სერვისიც ამ სიხშირეზე იჭერს. სურვილის მიხედვით, შეგიძლია შეარჩიო 3, 7, 14, 15 30-დღიანი ან ულიმიტო როუმინგ ინტერნეტ პაკეტები.
საქართველოზე მორგებული შეთავაზებები
mobineX-ი სხვადასხვა ბაზარზე ოპერირებს. ამ ქვეყნებში იციან, რომ mobineX-ის ინტერნეტით სარგებლობა ნებისმიერ ლოკაციაზე, მათ შორის - საქართველოშიც შეუძლიათ. სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები ანალოგიურად ვრცელდება უცხოელების და ქართველების შემთხვევაში. მაგალითად, როგორც იცი, გვაქვს სპეციალური შეთავაზება Mastercard-ის მომხმარებლებისთვის. რეგისტრაციისას mobineX-ის ინტერნეტ პაკეტის Mastercard ბარათით შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად დამატებით 1GB მობილურ ინტერნეტს მიიღებ. ასევე შეღავათები ვრცელდება იბის ჰოტელში. ეს თბილისში ერთ-ერთ ყველაზე მყუდრო და კეთილმოწყობილ სასტუმროა, რომელიც აეროპორტიდან სულ რამდენიმე მეტრით არის დაშორებული.
თვალი გადაავლე საქართველოზე მორგებულ ინტერნეტ პაკეტებს:
3 - დღიანი პაკეტები
1 GB - 18 ლ
7 - დღიანი პაკეტები
1 GB - 16.50 ლ
3 GB - 38 ლ
5 GB - 53 ლ
14 - დღიანი პაკეტები
10 GB - 89.50 ლ
15 - დღიანი პაკეტები
2 GB - 28.50 ლ
30 - დღიანი პაკეტები
3 GB - 38 ლ
3 GB - 43.50 ლ (5G)
5 GB - 46.50 ლ
5 GB - 58 ლ (5G)
10 GB - 75 ლ
15 GB - 107 ლ
20 GB - 125 ლ
30 GB - 173 ლ
როგორ გავიაქტიურო ინტერნეტ პაკეტი
როგორც უკვე გითხარით, როუმინგ ინტერნეტის გააქტიურება დისტანციურადაც შეგიძლია. ამისთვის უნდა გაიარო მარტივი სარეგისტრაციო პროცესი ვებგვერდზე ან mobineX-ის აპლიკაციით. შემდეგ აირჩევ სასურველ პაკეტს და გადაიხდი MasterCard/VISA ბარათით. eSIM-ის შემთხვევაში, გადახვალ პირადი კაბინეტის გვერდზე, სადაც გამოტანილი იქნება QR კოდი, რომლის დაინსტალირების შემდეგაც ავტომატურად გააქტიურდება ინტერნეტი. თუ ფიზიკური SIM ბარათის შეძენას გადაწყვეტ, შეგიძლია თავად გაიტანო მომსახურების წერტილიდან ან ისარგებლო საკურიერო მომსახურებით.
შეჯამება
mobineX-ის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახადოს სამოგზაურო ინტერნეტი ხელმისაწვდომი. ჩვენი სერვისებით უკვე აქტიურად სარგებლობენ სომხეთის ბაზარზე. წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს სხვა ლოკაციებზეც. mobienX-ის ინტერნეტი საქართველოშიც სტაბილურად იჭერს და სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერს შეუძლია საქართველოზე მორგებული ინტერნეტ პაკეტების შეძენა.