none
მოსახერხებელი გადახდის სისტემა mobineX-ის აბონენტებს

“მოსახერხებელი გადახდის სისტემა mobineX-ის აბონენტებს”

ზოგადი ინფორმაცია
12.11.2025

mobineX მოგზაურებს, მსოფლიოს გარშემო, სწრაფ და ხარისხიან სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობს. აბონენტებს შეუძლიათ eSIM ან ფიზიკური SIM ბარათის შეძენა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. გადახდის პროცესი მარტივი და სწრაფია, როგორც ვებგვერდიდან, ასევე - მობილური აპლიკაციიდან. გადახდის სისტემა შექმნილია ისე, რომ პროცესი იყოს უსაფრთხო, გამჭვირვალე და მოსახერხებელი ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

როგორ მუშაობს mobineX-ის საგადასახადო სისტემა

mobineX-ის სერვისით სარგებლობა მაქსიმალურად მარტივი და სწრაფია: მომხმარებელი ირჩევს სასურველ ინტერნეტ პაკეტს ვებგვერდზე, ასახელებს ქვეყანას ან რეგიონს, განსაზღვრავს დღეების რაოდენობას და გადადის გადახდის გვერდზე. სისტემა მთლიანად ავტომატიზებულია, რაც ნიშნავს, რომ პაკეტის შეძენა შესაძლებელია რამდენიმე წამში, პირდაპირ ონლაინ, დამატებითი ფორმალობების გარეშე.


გადახდა ხელმისაწვდომია სხვადასხვა გზით:

  • Apple Pay: სწრაფი გადახდა iPhone-ის ან Mac-ის საშუალებით, Face ID ან Touch ID დადასტურებით.

  • Google Pay: მარტივი გადახდა Android მოწყობილობებიდან ან უბრალოდ Google Chrome-ის ბრაუზერიდან.

  • ბანკის ბარათი (Visa / Mastercard): სტანდარტული და ყველაზე ფართოდ გამოყენებული მეთოდი, Visa ან Mastercard ბარათის მეშვეობით.

  • ონლაინ ბანკი: ინტერნეტბანკის მეშვეობით გადახდა ადგილობრივი ბანკებიდან (მაგ. თიბისი, საქართველოს ბანკი).


  • კრიპტოვალუტა: მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ციფრულ ვალუტით ანგარიშსწორებას (Bitcoin, Ethereum, Binance Coin და სხვა).

გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია გადახდა QR კოდით, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მობილურით გადახდისას, ან გადახდის ბმულის დაკოპირება, თუ პროცესს სხვა მოწყობილობიდან აგრძელებს.


ყველა ტრანზაქცია დაცულია თანამედროვე უსაფრთხოების პროტოკოლით. mobineX უზრუნველყოფს, რომ გადახდის პროცესი იყოს სწრაფი, გამჭვირვალე და სრულიად უსაფრთხო.

mobineX-ის სერვისები

mobineX მომხმარებლებს სთავაზობს რამდენიმე ტიპის ინტერნეტსერვისს, რომელიც შექმნილია მოგზაურის კომფორტისთვის. გადახდის მოქნილი სისტემა ყველა საშუალებას გაძლევთ შერჩეული პაკეტი ეგრევე გამოიყენოთ. 


eSIM: ციფრული ბარათია, რომლის შეძენა შესაძლებელია ონლაინ. მომხმარებელი იღებს QR კოდს და ააქტიურებს ბარათს საკუთარ ტელეფონში რამდენიმე წამში. ეს ფორმატი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც უკვე საზღვარგარეთ იმყოფება და დაუყოვნებლივ სურს ინტერნეტთან დაკავშირება.

ფიზიკური SIM ბარათი: ამ ბარათის მიღება შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და სხვაგან. ფიზიკური SIM-ის საშუალებით გამგზავრების მომენტში ინტერნეტი უკვე გააქტიურებულია.

პაკეტების მრავალფეროვნება: mobineX გთავაზობთ როგორც ულიმიტო ინტერნეტს ყოველდღიური ტარიფით, ასევე ფიქსირებულ პაკეტებს განსაზღვრული მოცულობითა და ვადით. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეარჩიოს საუკეთესო ვარიანტი მოგზაურობის ხანგრძლივობისა და საჭიროების მიხედვით.


გლობალური დაფარვა: პაკეტები ხელმისაწვდომია როგორც კონკრეტულ ქვეყნებზე, ისე მთელ რეგიონებზე, მათ შორის ევროპასა და აზიაში. მარტივი გადახდის სისტემის წყალობით, აბონენტს ზუსტად მაშინ შეუძლია პაკეტების შეძენა, როცა სჭირდება, სადაც არ უნდა იყოს. 

შეარჩიე, გადაიხადე და დაუკავშირდი სამყაროს

mobineX გაძლევს ყველაფერს, რაც მოგზაურობისას გჭირდება: სწრაფი ინტერნეტი, მოქნილი პაკეტები ერთი ვებგვერდიდან. აირჩიე ქვეყანა, შეიძინე პაკეტი სასურველი პირობებით და დარჩი ონლაინ სადაც არ უნდა იყო.