სამოგზაურო ინტერნეტი კომუნიკაციას ამარტივებს და აღარ გიწევს როუმინგში კოლოსალური თანხის გადახდა. შეტყობინებების გაგზავნა და დარეკვა სოციალური მედიის დახმარებითაც შეგიძლია, თუმცა ზოგჯერ საჭიროა ტელეფონზე დარეკვა. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა მეორე მხარეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და მიუწვდომელია. ამასთან, სხვადასხვა სტრუქტურაში, მაგალითად ბანკში, სადაზღვეო კომპანიაში ან თუნდაც რესტორანში WhatsApp-ით ან Viber-ით ვერ დარეკავ. ასეთ დროს უნდა გაგახსენდეს mobineX-ის აპლიკაცია.
რა უპირატესობებს გთავაზობს mobineX-ის აპლიკაცია
mobineX-ის აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტთან წვდომა. მისი დახმარებით, შეგიძლია, დარეკო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან როგორც ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, მოპასუხეს თავად არაფრის გადახდა აღარ უწევს.
თუ აღარ გახსოვს, შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციისას ყველა აბონენტი საჩუქრად იღებს 10 უფასო წუთს. თუ უკვე mobineX-ელი ხარ და ამ სერვისით აქამდე არ გისარგებლია, შეგიძლია, თანხა დაზოგო და 10 წუთის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისაუბრო. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ რესტორანში ადგილი დაჯავშნო, ტაქსი გამოიძახო ან ბინის მეპატრონეს აუხსნა, რა საჭიროებები გაქვს.
კიდევ რა ფუნქციები დაგხვდება mobineX-ის აპლიკაციაში
mobineX-ის აპლიკაციით დარეკვის გარდა, ასევე შეგიძლია ფრენასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება - რეისის გადადების შემთხვევაში, კომპენსაციის მარტივად მოთხოვნა, სასურველი მიმართულებით ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების, მუზემუებისა და კულტურული ძეგლების ბილეთების ყიდვა. mobineX-ი პარტნიორ კომპანიებთან ერთად შენს კომფორტს უზრუნველყოფს, რათა მოგზაურობა ნაკლებად სტრესულ გამოცდილებად გექცეს და საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, რაც შეიძლება, ცოტა დაბრკოლებას წააწყდე.
რატომ უნდა გახდე mobineX-ელი
mobineX-ი არის დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ქართული წარმომავლობის კომპანია, შესაბამისად, გვყავს სტაბილური და გამოცდილი საერთაშორისო პარტნიორები, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად გვაქვს საინტერესო შეთავაზებები, ვართ ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების აქტიური მხარდამჭერები. დროდადრო განსაკუთრებულ შეღავათებს ვთავაზობთ სპორტის მოყვარულებს და მათ, ვისაც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება სურთ. mobineX-ი მუდმივად დგას თავისი აბონენტების გვერდით, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. გვყავს ქართულენოვანი საინფორმაციო გუნდი ყველა საკომუნიკაციო არხში, რომელიც 24/7-ზე მზად არის აბონენტებს დახმარება გაუწიოს.
შეჯამება
mobineX-ის აპლიკაცია მნიშვნელოვნად ამარტივებს კომუნიკაციას საზღვარგარეთ და საშუალებას გაძლევს, დარეკო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ სხვა წერტილში, თანაც ისე, რომ მოპასუხეს არ დასჭირდება ინტერნეტთან წვდომა და არ მოუწევს თანხის გადახდა. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას, რაც ნიშნავს, რომ სამომავლოდ აპლიკაციაში კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზიც დაგხვდებათ.