ჩვენი ახალი პარტნიორია ციფრული სარესტორნო პლატფორმა - Rezto. თუ აქამდე არ გსმენია, გეტყვით, რომ Rezto არის ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც საშუალებას გაძლევს, სხვადასხვა კვების ობიექტში ადგილი დაჯავშნო და წინასწარ შეუკვეთო ნებისმიერი კერძი მენიუდან. ასე რომ, ამიერიდან საყვარელი რესტორნის წინ რიგში დგომა და დიდხანს ლოდინი აღარ მოგიწევს. როგორც კი მიხვალ, ჩვეულ ადგილას დაჯდები და ნარჩევი კერძებიც ცხელ-ცხელი #მზადდაგხვდება.
საჩუქარი mobineX-ელებს
შენ, როგორც mobineX-ელს, Rezto-სგან საჩუქრად 10%-იანი ფასდაკლება გეკუთვნის. ისღა დაგრჩენია, სასურველი რესტორანი აარჩიო და სასიამოვნო გარემოში, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საყვარელ ადამიანებთან ერთად დააგემოვნო ქართული და უცხოური სამზარეულოებიდან კერძები.
რესტორნები, სადაც 10%-იანი ფასდაკლება დაგხვდება:
Hinkali Factory•ხინკლის ფაბრიკა კოსატავა
Hinkali Factory•ხინკლის ფაბრიკა პუშკინი
Hinkali Factory•ხინკლის ფაბრიკა ფხოვი
Fiorino Italian Restaurant • ფიორინო
Chopsticks • ჩოფსთიქს
ვაინ ნოთ? ბარ ენდ ქიჩენ
Salkhino Tavaduri • სალხინო თავადური
Taglaura • თაღლაურა კოჯორი
mobineX-ი ყოველთვის შენ გვერდითაა
ჩვენ მომხმარებლებს როუმინგ ინტერნეტის გარდა, კიდევ ბევრ სხვა სერვისს ვთავაზობთ. გვინდა, ერთგულმა აბონენტებმა იგრძნონ, რომ mobineX-ი ყოველთვის მათ გვერდით არის - ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. გახსოვდეს, სადაც უნდა წახვიდე, ერთი გულშემატკივარი ყოველთვის გყავს, რომელიც მხარს დაგიჭერს. ამიერიდან, ამ მხარდაჭერას არა მხოლოდ საზღვარგარეთ, საქართველოშიც იგრძნობ. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და გვჯერა შემდეგ ეტაპზე ჩვენი და Rezto-ს თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს.